მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი გახდეს

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი გახდეს

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახდეს. მისი გვარი სავარაუდო კანდიდატთა სიაშია შეტანილი, თუმცა, პოსტის მისაღებად ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობის მიღება დასჭირდება. ამისთვის კი, სააკაშვილს საკუთარ სამშობლოში საქმეების მოგვარება ესაჭიროება, რადგანაც მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის-სამართლის საქმეა აღძრული.

საკონკურსო კომისიის წევრების თქმით, საქართველოს ექს-ლიდერი ჯერ ფიქრობს შემოთავაზებაზე. რამდენიმე ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა, მან უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი არის და მუდამ იქნება საქართველო. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა სამინისტროებში თანამდებობები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი ამერიკელი ნატალია იასენკო, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლიტველი აივარას აბრომავიჩუსი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გახდა.

მომზადებულია tvzvezda.ru -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა