ინდონეზიელმა მაშველებმა იავას ზღვაში ცხედრები აღმოაჩინეს

ინდონეზიელმა მაშველებმა იავას ზღვაში ცხედრები აღმოაჩინეს

ინდონეზიელი მაშველები იავას ზღვაში ცხედრების აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან, რომელიც სავარაუდოდ ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი გაუჩინარებული ლაინერის მგზავრები არიან. "ბიბისის" ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედრები უკვე ამოიყვანეს სამხედრო ხომალდზე. ინდონეზიის ტელევიზიამ უკვე გაავრცელა 6 ნაპოვნი ცხედრის ფოტო. რამდენიმე საათის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იავას ზღვაში თეთრი წითელი და შავი ფერის 10 ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ავიაკომპანია AirAsia-ს დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნის. ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი Airbus A320-200 კვირას გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა