ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ წევრობას

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ წევრობას

ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ წევრობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ "ტვიტერზე" დაწერა. "ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატო-სა და საქართველოს მყარი პარტნიორიობა აქვს ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით", - დაწერა ალექსანდრე ვერშბოუმ "ტვიტერზე". ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა