უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს

უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს

ორშაბათს, უკრაინული მხარე სრულ ანგარიშს წარმოადგენს მარიუპოლის დაბომბვის მტკიცებულებებთან დაკავშირებით. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"დილით გამოვაქვეყნებთ იმ ადამიანის მტკიცებულებებს, რომელიც იმაზე მუშაობდა, რომ რაკეტები საცხოვრებელ კვარტლებში ზუსტ წერტილში ჩამოვარდნილიყო, რათა ყველამ დაინახოს ეს დანაშაული. ყველა ნახავს მათ, ვინც ეს ჩაიდინა", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, ტერორისტებს მინსკის შეთანხმება რომ დაეცვათ, ვოლნოვახასა და მარიუპოლის დაბომბვა შეუძლებელი იქნებოდა. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა მინსკის შეთანხმების ყველა დებულებას იცავს. ამავდროულად, პრეზიდენტის თქმით, მათ, ვინც ამ შეთანხმების შესრულების გარანტის ფუნქციები იტვირთა, გამყოფის ხაზი რომ დაეცვა, ტერიტორია ნოვოაზოვსკიდან კომსომოლსკამდე დემილიტარიზებული და "ბოევიკებისგან" თავისუფალი უნდა ყოფილიყო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა