პუტინი კიევთან უფრო ახლოს: რუსეთის მორიგი სისხლიანი სვლა უკრაინისკენ

პუტინი კიევთან უფრო ახლოს: რუსეთის მორიგი სისხლიანი სვლა უკრაინისკენ

24 იანვარს მარიუპოლში სეპარატისტების მოწყობილ აფეთქებებს სულ მცირე 30 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 93 კი დაშავდა. მომხდარის გამო უკრაინაში გლოვის დღედ 25 იანვარი იყო გამოცხადებული, თუმცა გლოვის დღე კიდევ ორი დღით გახანგრძლივდა.

გამომცემლობა Conflict Report-მა, ფაქტებით შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჭურვები რუსეთისა და ბოევიკების მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან იყო ნასროლი.

აფეთქებების შემდეგ, სოციალურ ქსელებში მალევე გაჩნდა უამრავი ვიდეო-რგოლი, რომლებშიც ყუმბარების შედეგად დარჩენილი კვალია ასახული. სტატიის ავტორმა, Google maps-ის მეშვეობით, შეძლო განესაზღვრა ზუსტი ქუჩა და ადგილი, რომელმაც აშკარა გახადა, თუ რომელი მხრიდან იყო გაშვებული რაკეტები.

კომპასისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ავტორმა ასევე, დაადგინა, რომ დარტყმა აღმოსავლეთიდან, 90 გრადუსიანი კუთხით იყო განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ საუბარია, БМ-21 გრადზე, რომლის გასროლის მინიმალური მანძილი 4-5 კილომეტრს შეადგენს. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ადგილი, საიდანაც ისროლეს, მარიუპოლიდან მინიმუმ, 5 კილომეტრითაა დაშორებული.

ამასთან, უკრაინელ სამხედროებს პოზიციები, ქალაქიდან მაქსიმუმ ორი კილომეტრის მანძილზე აქვთ გამყარებული. ამის შემდეგ, დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე ეგრეთ წოდებული სადემარკაციო ხაზია, რის შემდეგაც, რუსულ-ტერორისტული ჯარებია განთავსებული. ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ "გრადი" დასახლებულ პუნქტ ლებედინსკოეს მახლობლად მდებარეობდა.

ბევრ ადამიანს უკვე დაავიწყდა, რომ სწორედ ეს ტერიტორია მიიტაცეს რუსებმა 27 აგვისტოს შემოჭრის დროს. მაშინ აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდე სუფევდა და ბოევიკების მიერ ზოგიერთი ტერიტორიის უეცარმა დაპყრობამ, ნათელი გახადა რუსეთის ჯარების უკრაინაში ყოფნის ფაქტი.

მალე პუტინის მეომრებმა გაიკეთეს კორიდორი ჩრდილოეთისკენ, როდესაც დონბასი ახლად დაპყრობილ ტერიტორიებს მიუერთეს. ზღვის სანაპიროზე მათ ტექნიკის უდიდესი ნაწილის კონცენტრირება მოახდინეს, რომლის ხელში ჩაგდება ბოევიკებისთვის არც თუ ისე მარტივია და რომელთა გამოყენებაც მხოლოდ გამოცდილ რუს სამხედროებს შეუძლიათ.

"კითხვაზე: ვინ ჩაიდინა მარიუპოლში მასობრივი მკვლელობები, პასუხი ერთია: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა", - ამბობს ავტორი.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია კაზაკებისა და ბოევიკების სიმცირეს განიცდიდა, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებზე რუს სამხედროებს შეცვლიდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამინისტრომ მოახერხა ბოევიკების სატელეფონო საუბრების დაფიქსირება, რომლებიც მარიუპოლში განხორციელებულ აფეთქებებს ეხებოდა. საუბრებიდან გასაგები ხდება, რომ ტერორისტები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო პირების ბრძანებებს ასრულებდნენ. საუბრის ბოლოს, ლაპარაკი იყო მარიუპოლის ახლომდებარე დასახლების, ტალაკოვკის დაგეგმილ დაცხრილვაზეც.

ამასთან, შეგახსენებთ 23 იანვარს გამოქვეყნებულ გაეროს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ბოლო 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის რუპერტ კოლვილის განცხადებით, აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დროს დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა.

"შეიარაღებული მოქმედებების ესკალაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 086-ს მიაღწია. თუმცა ვშიშობთ, რომ დაღუპულთა რეალური ციფრი გაცილებით მეტია", - განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე რუპერტ კოლვილმა.

მედეა სარიშვილი

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა