ღამის ცაზე ღვთისმშობლის ცეცხლოვანი სილუეტი გამოისახა - თვითმხილველთა ნაამბობი

ღამის ცაზე ღვთისმშობლის ცეცხლოვანი სილუეტი გამოისახა - თვითმხილველთა ნაამბობი

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ისტორიული ნინევიის ტერიტორიაზე უამრავი მორწმუნე ქრისტიანი ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ არაბული საიტი tayyar.org იუწყება.

დაახლოებით 21:00 საათზე 21 იანვარს, თვითმხილველები, რომლებიც ქალაქების - ალქაშისა და ანქაბას (ქალაქ მოსულთან ახლოს) სხვადასხვა რაიონებში იმყოფებოდნენ, უცნაური მოვლენის მოწმე გახდნენ: ცაზე მკვეთრი წითელი ფიგურა გამოჩნდა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ცეცხლოვანმა გამოსახულებამ ადგილობრივები გააოგნა: უამრავი მორწმუნის აზრით, ცეცხლოვანი ფიგურა იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სილუეტი, რომელიც ქრისტიანებისთვის კარგად არის ცნობილი იკონოგრაფიიდან და საეკლესიო სკულპტურიდან.

დევნილთა თანახმად, ეს სასწაული გასაჭირში მყოფ ქრისტიანებს მოევლინა სანუგეშებლად და მწუხარებაში გასაძლიერებლად.

მორწმუნეთა განცხადებით, ღვთისმშობლის გამოცხადება იმის მაუწყებელია, რომ დევნილები მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში და "ისლამური სახელმწიფო" მალე დაეცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ამ სასწაულის გამო, ახლო აღმოსავლეთის უამრავ ტაძარსა და მონასტერში სამადლობელი ღვთისმსახურება აღევლინა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა