უკრაინაში რუს მსახიობ მიხეილ პორეჩნიკოვზე ძებნა გამოცხადდა

უკრაინაში რუს მსახიობ მიხეილ პორეჩნიკოვზე ძებნა გამოცხადდა

უკრაინის მთავრობამ რუს მსახიობ მიხეილ პორეჩნიკოვზე ძებნა გამოაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პორეჩნიკოვი თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ოქტომბრის ბოლოს, ფილმის პრემიერაზე ჩავიდა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა სეპარატისტების მიერ გამაგრებული ტერიტორიები მოინახულა და სროლაშიც გაივარჯიშა. უკრაინაში მსახიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, არსენ ავაკოვის თქმით, პორეჩნიკოვმა "პირადად მიიღო მონაწილეობა უკრაინის ჯარების მიმართ განხორციელებულ შეტევაში".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში ჩასვლა რუსეთის კულტურის 14 მოღვაწეს აუკრძალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა