რუსმა სამხედროებმა აჩადარაში სომხური მოსახლეობა დააყაჩაღეს

რუსმა სამხედროებმა აჩადარაში სომხური მოსახლეობა დააყაჩაღეს

სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ეთნიკურად სომხების 8 ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ "ნაშა აბხაზია" იუწყება.

აღნიშნული ფაქტი მდინარე გუმისთაზე მდებარე დასახლებაში მოხდა, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსი სამხედროები ამ დასახლებაში ჯავშანტრანსპორტიორებითა და "უაზ"-ის ტიპის ავტომანქანებით შეიჭრნენ, მოსახლეობას ფული და ოქროულობა გასტაცეს, ერთ-ერთი სახლიდან კი მანდარინებით დატვირთული ავტომანქანა გაიტაცეს, რომელიც შუა გზაში გაფუჭდა და მდინარე ეშერაზე ხიდზე მიატოვეს.

ყაჩაღური თავდასხმის დროს, რუსი სამხედროები რამდენიმე მოსახლეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ - ნაცემია 78 წლის ლიუსია კოჩარიანიც, რომელიც სამედიციონო დაწესებულებაში იმყოფება.

მომხდარს ოკუპირებული სოხუმის პოლიცია იძიებს. ისინი მოსახლეობას დაპირდნენ, რომ რუსი სამხედროების ყაჩაღური მოქმედებების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრს საქმის კურსში ჩააყენებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა