საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მხარი არ დაუჭირა

საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მხარი არ დაუჭირა

საბერძნეთის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მხარი არ დაუჭირა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან სატელეფონო საუბრისას ალექსის ციპრასმა ევროკავშირის ლიდერები დაადანაშაულა, რომ მათ კონსულტაციები არ გაიარეს საბერძნეთთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხზე.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროკავშირმა განცხადება პროცედურების დარღვევით გამოაქვეყნა. თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ "ტვიტერზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსის ციპრასს სატელეფონო საუბრისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა