აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყოს

აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყოს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა, ჯეიკობ ლიუმ განაცხადა, რომ აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესს მომდევნო კვირას წარედგინება, გათვალისწინებულია უკრაინის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ პუნქტი. როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა "ბიბისის" განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი ამ წინადადებას დააკმაყოფილებს და უკრაინის ხელისუფლება ეკონომიკურ რეფორმებს გააგრძელებს, უკრაინას 1 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტია მიეცემა. როგორც გამოცემა წერს, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი ქმედებების გამო, ქვეყნის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა