რუსეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის შეწყვეტის წინადადებას განიხილავენ

რუსეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის შეწყვეტის წინადადებას განიხილავენ

რუსეთის ფედერაციის საბჭოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის შეწყვეტის წინადადებით გამოდიან. როგორც რუსული მედია წერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება არ აღუდგინა და ამით აპრილამდე გააგრძელა გასული წლის აპრილის თვეში დაწესებული სანქციები.

"უნდა შეწყდეს ყველანაირი თანამშრომლობა ევროპელი ბიუროკრატების ორგანიზაციასთან, რომელიც დღითიდღე კარგავს ავტორიტეტს", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ანდრეი კლიშასმა. მისი აზრით, რუსეთი საჭიროზე მეტ დიდ დროს უთმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის კავშირს და სხვა ორგანიზაციებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება არ აღუდგინა და რამდენიმე თვით კვლავ ძალაში დატოვა რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ არსებული ყველა სანქცია, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო დაეკისრა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. რუსეთის მიერ დაპირებების შესრულების საკითხს, რაც უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას უკავშირდება, ასევე რუსეთის დელეგაციის ასამბლეაში უფლებამოსილების საკითხს ასამბლეა ხელმეორედ აპრილში განიხილავს. რუსეთის დელეგაცია წლის ბოლომდე ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება, თუკი საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სანქციები არ მოიხსნება."რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს" - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა, დუმის დეპუტატმა რობერტ შლეგელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ამ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, გამოიწერეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა