ანგელა მერკელი - საბერძნეთს საგარეო ვალი არ ჩამოეწერება

ანგელა მერკელი - საბერძნეთს საგარეო ვალი არ ჩამოეწერება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საბერძნეთს საგარეო ვალი არ ჩამოეწერება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გამოცემა Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან ერთად, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ სურს საბერძნეთი ევროპული თანამეგობრობის მუდმივ წევრად დარჩეს.

"ევროპა მომავალშიც სოლიდარობას გამოუცხადებს საბერძნეთსა და იმ სხვა ქვეყნებს, ვინც ძლიერ დაზარალდა კრიზისისგან, თუ რა თქმა უნდა, ისინი რეფორმებს განახორციელებენ", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გუშინ, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საგარეო ვალის გადახდის პირობებს არ განიხილავს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტორების "სამეულთან". მისივე თქმით, საგარეო ვალის დაფარვის პირობების განხილვას ახალი მთავრობა პირადად ევროკავშირის ლიდერებთან გეგმავს.

"ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის დავალიანება საერთო ჯამში, 323 მილიარდი ევროა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა