რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - იდუმალებით მოცული გოგონა, რომელსაც ეკატერინა ტიხონოვას სახელით იცნობენ

რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - იდუმალებით მოცული გოგონა, რომელსაც ეკატერინა ტიხონოვას სახელით იცნობენ

რუსულმა გამოცემა "კაშინმა", რომლესაც სათავეში ჟურნალისტი ოლეგ კაშინი უდგას, ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გამოააშკარავა". მისი ინფორმაციით, ის "ეროვნული ინტელექტუალური განვითარების" ფონდისა და ფონდ "ინოპრაქტიკას" ხელმძღვანელია.

დღემდე გოგონას ვინაობა იდუმალებითაა მოცული - საზოგადოებამ მის შესახებ არაფერი იცის, მისი ფოტოც კი არასოდეს უნახავს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ეს იდუმალი ქალიშვილი დღეს საქმიანი ქალია, სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა და როკ ენ როლსაც ცეკვავს.

კაშინი ამტკიცებს, რომ პუტინის ქალიშვილი სხვა გვარით მოღვაწეობს. მისი თქმით, "ტიხონოვა" პუტინის ყოფილი მეუღლის გვარია. ჟურნალისტმა ერთგვარი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, 28 წლის ეკატერინა ტიხონოვა იმ პროექტს ხელმძღვანელობს, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტის გაფართოვებას ისახავს მიზნად. გოგონა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრიცაა და ამავე დროს როკ-ენ-როლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. რაც მათავარია, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეკატერინა ძალიან ჰგავს ლუდმილა პუტინას.

კაშინი თავის ეჭვებს იმითაც ამართლებს, რომ ამ გოგონას შესახებ სხვა წყაროებიდანაც სმენია. "უნივესიტეტში ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ ეკატერინა ტიხონოვა, სწორედ "ის" ეკატერინაა".

ამავდროულად, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ფონდ "ინოპრაქტიკას" ხელმძღვანელი პუტინის ქალიშვილია, კომენტარიც გააკეთა.

"არ ვიცი, ვინ არის ეს ქალბატონი. ვერ შევაფასებ, რადგან არ ვიცი. დღმდე ბევრმა სხვამაც გაასაღა თავი პუტინის ქალიშვილად", - განაცხადა პესკოვმა. კაშინი კი ვარაუდობს, რომ ამ უცნაური ფრაზით პესკოვმა უფრო დაადასტურა მისი ეჭვი, ვიდრე უარყო.

პუტინი ქალიშვილებზე საუბარს ყოველთვის არიდებდა თავს. ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლაში მან განმარტა, რომ ვინაიდან რეგიონში ტერაქტების თემა საკმაოდ პრობლემურია, ურჩევნია თავისი ქალიშვილების ასავალ-დასავალი არვინ იცოდეს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: პუტინის აკრობატი ქალიშვილი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა