პენტაგონი უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის

პენტაგონი უკრაინაში სამხედროებს გააგზავნის

პენტაგონი უკრაინაში სამხედროების გასაგზავნად ემზადება, რომლებიც უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" ამერიკულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

"ამერიკელი ჯარისკაცები დაახლოებით 600 უკრაინელ მებრძოლს გაწვრთნიან, რათა მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის შემთხვევაში იმოქმედონ, როგორც უსაფრთხოების პროფესიონალმა ძალებმა", - წერს გამოცემა.

პენტაგონის პრესსპიკერის, ვანესა ჰილმანის განცხადებით, ეროვნული გვარდიის გაწვრთნაში დახმარება უკრაინის მთავრობამ მოითხოვა, რაც კიევს საპოლიციო ძალების რეფორმირებასა და ახალი ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა