რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

უკრაინული მედია მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. შეთანხმება ასევე შემდეგ ძირითად პუნქტებს მოიცავს:

  • დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს;
  • მძიმე არტილერიის გაყვანისათვის დონბასში უნდა შეიქმნას 50-დან 140 კილომეტრამდე სიგრძის უსაფრთხოების ზონა;
  • არტილერიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს პირველივე დღიდან მონიტორინგი უნდა გაუწიოს ეუთო-მ;
  • დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში მყოფი ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს;
  • ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ;
  • ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკრაინის მთავრობის მიერ დონბასში მდებარე სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენის პროცესი;
  • უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა უნდა დასრულდეს 2015 წლის ბოლომდე;
  • უკრაინის ტერიტორიიდან ეუთო-ს დაკვირვებით უნდა გაიყვანონ უცხოური სამხედრო ტექნიკა, იარაღი და მებრძოლები;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი უნდა მიიღონ;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ განსაზღვრებას და სატრანსპორტო თანამშრომლობას რუსეთის რეგიონებთან;
  • დონბასის ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა რეგიონული პროკურორებისა და მოსამართლეების შერჩევის პროცესში.
რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში აღნიშნულ შეთანხმებას თითქმის 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა