მიხეილ სააკაშვილი კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხს გაუწევს კოორდინირებას

მიხეილ სააკაშვილი კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხს გაუწევს კოორდინირებას

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხს გაუწევს კოორდინირებას, - ამის შესახებ "იტარ-ტასის" ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის იარაღით დახმარება. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მე ამ საკითხზე ვიმუშავებ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა, შესაბამისი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა. პეტრო პოროშენკომ უკრაინულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს დიდი გამოცდილება, რითიც ის უკრაინას რეფგორმების გატარებაში დაეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა