თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც სტამბოლში აშშ-ის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებით იმუქრებოდა. ამის შესახებ "როიტერი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც თურქეთის სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, დაკავებული დაახლოებით 30 წლის მამაკაცია, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის დღეს აშშ-ის დიპლომატიურ უწყებასთან გამოჩნდა და განაცხადა, რომ მას თან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, რის შემდეგაც პოლიციამ ის მალევე დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა