ნადეჟდა სავჩენკოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

ნადეჟდა სავჩენკოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" რუს უფლებადამცველ ელენა მასიუკზე დაყრდნობით იტყობინება.

მასიუკის თქმით, მან გუშინ საღამოს სავჩენკო თავად მოინახულა. უკრაინელი მფრინავი რუსეთის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ის დაახლოებით 80 დღეა შიმშილობს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აპროტესტებს. სავჩენკო პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის ივნისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, სადაც მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა