ამერიკის მისურის შტატში მამაკაცმა 7 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ამერიკის მისურის შტატში მამაკაცმა 7 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ამერიკის მისურის შტატის შენონის ოლქში მამაკაცმა სერიული შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, შვიდი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. შტატის საგზაო პატრულის წარმომადგენლის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 36 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოკლული ადამიანების ცხედრები ოთხ სახლში აღმოაჩინეს. ერთი ადამიანი კი დაჭრილია. პოლიცია მოკლულთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა