ბორის ნემცოვთან დაკავშირებით შეკვეთილი მკვლელობის ვერსია განიხილება - უახლესი მონაცემები

ბორის ნემცოვთან დაკავშირებით შეკვეთილი მკვლელობის ვერსია განიხილება - უახლესი მონაცემები

იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს

ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვერსია განიხილება, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობა, - ამის შესახებ "დოჟდის" ცნობით, მოსკოვის მთავარი საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იულია ივანოვამ განაცხადა.

სხვადასხვა წყაროების ცნობით კი, ნემცოვის მკვლელობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს როგორც მის პოლიტიკურ, ასევე სამეწარმეო საქმიანობას.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ იმ სამი ავტომობილის მარკა, საიდანაც რუს ოპოზიციონერს ესროლეს, ეს არის ორი თეთრი "ფორდ ფოკუსი" და ერთი "ფორდ მონდეო". მათი ნომრები უკვე ცნობილია, დაწყებულია ავტომობილების ძებნა. ხოლო თუ რა სახის იარაღიდან ესროლეს ნემცოვს, ამას ბალისტიკური ექსპერტიზა დაადგენს. პოლიციამ უკვე ამოიღო მკვლელობის ადგილიდან იმ ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთაც შესაძლოა ინციდენტი დაეფიქსირებინა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან

იხილეთ ასევე: მკვლელობის მომენტში 23 წლის უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაია ახლდა თან - ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხამურება

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა