ვლადიმერ პუტინი ბორის ნემცოვის დედას არწმუნებს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება

ვლადიმერ პუტინი ბორის ნემცოვის დედას არწმუნებს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეები და მისი ორგანიზატორები სათანადოდ დაისაჯონ. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ნემცოვის დედას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო. გულწრფელად ვიზიარებ თქვენ მწუხარებას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ მზაკვრული და ცინიკური მკვლელობის ორგანიზატორები და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ", - წერს პუტინი სამძიმრის წერილში.

როგორც პუტინი აღნიშნავს, ბორის ნემცოვმა თავისი კვალი დატოვა რუსეთის ისტორიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. "მას წილად ხვდა ემუშავა მნიშვნელოვან პოსტებზე ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პერიოდებში. ის ყოველთვის პირდაპირ ამბობდა თავის პოზიციას და იცავდა თავის აზრს", - აღნიშნულია პუტინის წერილში.

იხილეთ: ფოტოკადრები ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან

იხილეთ ვიდეო: კამერებმა, სავარაუდოდ, ის ავტომობილი დააფიქსირეს, საიდანაც ბორის ნემცოვს ესროლეს

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა