გერმანიის ქალაქ ბრემენში პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები სტრატეგიულ დაწესებულებებს იცავენ

 გერმანიის ქალაქ ბრემენში პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები სტრატეგიულ დაწესებულებებს იცავენ

გერმანიის ქალაქ ბრემენის პოლიციამ რადიკალი ისლამისტების მუქარის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პარლამენტის, რატუშას და ცენტრალური ტაძრის ირგვლივ პოლიციის ავტობუსებია განთავსებული. პოლიციელთა ნაწილი ავტომატური იარაღებით არის აღჭურვილი. დღევანდელი ოპერაციის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. თუმცა, გაურკვეველია, არის თუ არა ეს დაკავება დაკავშირებული მოსალოდნელ ტერაქტებთან. პოლიცია ჯერ არაფერს ადასტურებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრემენში ბევრი რადიკალი ისლამისტი იყრის თავს. სამართალდამცავების განცხადებით, ამ დროისთვის მათი დაკვირვების ქვეშ 360 სალაფიტია (რადიკალური ისლამისტური მიმდინარეობა).

ბრემენში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა