Lifenews - სამართალდამცველებმა ბორის ნემცოვის მკვლელის ფოტორობოტი შექმნეს

Lifenews - სამართალდამცველებმა ბორის ნემცოვის მკვლელის ფოტორობოტი შექმნეს

მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელის ფოტორობოტი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას Lifenews-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნემცოვის მეგობარმა ქალმა, ანნა დურიტსკაიამ და კიდევ ერთმა თვითმხილველმა, რომლის სახელია ვიქტორი, ჩვენება მისცეს და ის პირი აღწერეს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა.

"იძებნება მამაკაცი, რომლის სიმაღლეა დაახლოებით 170-175 სანტიმეტრი. არის საშუალო აღნაგობის, აქვს მუქი ფერის თმა და მოკლე ვარცხნილობა. მას ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ყავისფერი სვიტერი", - განაცხადა წყარომ ლიფენეწს–სთან საუბარში. რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ორი დღის წინ მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა