ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის პანაშვიდზე გვირგვინი გააგზავნა

ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის პანაშვიდზე გვირგვინი გააგზავნა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გვირგვინი გააგზავნა. ამის შესახებ "იტარ-ტასის" ცნობით, პარტია "პარნასის" ერთ-ერთი ლიდერი, ოლგა შორინი იტყობინება.

მოსკოვის სახაროვის ცენტრში ამ დროისთვის რუსეთის მოსახლეობა ბორის ნემცოვს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო რუსეთის ვიცე პრემიერი, არკადი დვორკოვიჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიკოლაი ფიოდოროვი, "როსატომის" ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნატალია ტიმაკოვა. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ ტეფტი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა