დონეცკის ოლქში მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში ზასიადკოს ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ვარაუდობენ, მაღაროში კიდევ ათობით ადამიანი იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია. ზასიადკოს მაღაროში მსგავსი შემთხვევები ხშირია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს 200-ზე მეტი მაღაროელი შეეწირა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა