ბორის ნემცოვი მოკლულია სხვაგან - ახალი ვერსიით, ანა დურიცკაია მკვლელობის თანამონაწილეა

ბორის ნემცოვი მოკლულია სხვაგან - ახალი ვერსიით, ანა დურიცკაია მკვლელობის თანამონაწილეა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ზაურ დადაევმა 8 მარტს სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. სასამართლო სხდომა მოსკოვის ბასმანის სასამართლოში გაიმართა.

"დადაევის დანაშაული მტკიცდება მისივე აღიარებითი ჩვენების საფუძველზე", - განაცხადა მოსამართლემ. მისი დაკავების ვადა 28 აპრილამდე განისაზღვრა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბრალდებული, შესაძლოა, მიიმალოს, დაემუქროს მოწმეებს ან გაანადგუროს მტკიცებულებები.

რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვში ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ის ჟურნალისტმა. გადაცემაში გასული სიუჟეტის თანახმად, ერთ-ერთი ვერსიით, ბორის ნემცოვი სულ სხვა დგილას მოკლეს და მისი ცხედარი აღმოჩენის ადგილზე მოგვიანებით მიიტანეს.

"ყველა ის ადგილი, სადაც ბორის ნემცოვი მკვლელობის ღამეს იმყოფებოდა, ქალაქის ცენტრშია. იმ ტეროტორიაზე ფედერალური დაცვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში პატრულირებს. სახლის გზას რომ დადგომოდა, ბორის ნემცოვს მართლაც ის ხიდი უნდა გადევლო, სადაც ოფიციალური ვერსიით მკვლელობა მოხდა. თუმცა არსებობს 10-მდე სხვა ვერსია. გაიკვა, რომ ამ ტეროტორიაზე კამერები სარემონტო სამუშაოების გამო გათიშული იყო. არსებობს ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი შორიდან, რასაც გამოძიება ეყრდნობა. ასევე გავრცელდა მკვლელობიდან სამ წუთში ავტომობილის სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა, სადაც რამდენიმე ავტომობილი, ფეხით მოსიარულე და თოვლის გამწმენდი მანქანა ჩანს. საეჭვოა, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ხიდზე არსებული მშვიდი გარემო. შეუძლებელი იყო ფეხზე მდგარიყო ადამიანი 4 გასროლის შემდეგ - როცა ერთი ტყვია თავში მოხვდა, ერთი ფილტვში, ერთი გულში, რასაც ძლიერი სისხლდენა უნდა მოჰყოლოდა. 130 მეტრში მკვლელობის ადგილიდან ავტობუსის გაჩერებაა, მუდმივად ხალხმრავალი. ხალხს კი გასროლის ხმა არ გაუგია. საეჭვოა, რატომ არ უხმო დამხმარებითვის ვინმეს ანა დურიცკაიამ და რატომ არ დაბრუნდა თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლი, რომელსაც გასროლის ხმაც უნდა გაეგო და სარკეშიც დაენახა მომხდარი. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვერსია, რომ ბორის ნემცოვო მოკლულია სხვაგან. დამატებითი ჭრილობები კი უკვე ძირს დაცემულს მიაყენეს - თოვლის საწმენდი მანქანა ამოეფარა და ამ დროს მოხდა ნემცოვის ცხედრის ხიდზე გადატანა. ფოტოებზე, რომლებიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა, არ ჩანს სისხლის კვალი, რაც წინა ეჭვს ამყარებს. ოფიციალური სამედიცინო ექსპერტი კი აცხადებს, რომ სისხლი ტანსაცმელმა შეიწოვა, ამიტომ სისხლის გუბე არ დადგა. ამ ვერსიის მიხედვით, ნემცოვის თანმხლები გოგონა მკვლელობის თანამომაწილე გამოდის. ცნობილია, რომ ანა დურიცკაიამ გამოძიებას ჩვენება მისცა და პირობა დადო დეტალებს არ გაახმაურებდა. ამის შემდეგ ის უკრაინაში გაუშვეს. მოდელმა განაცხადა, რომ მას მოკვლით ემუქრებიან და სამართალდამაცვებმა მოწმეს პირადი დაცვა მიუჩინეს. იმ ღამით თოვლი არ იყო, შესაბამისად, თოვლის საწმენდი მანქანის ქუჩაში არსებობა იწვევს ეჭვს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელი სწორედ ამ მანქანაში იჯდა ან ამოეფარა. ასევე შესაძლოა, მკვლელი ხიდზე არსებულ კიბეზე დაუდარაჯდა და კიბითვე გაუჩინარდა", - აღნიშნულია P.S.-ის სიუჟეტში.

შეგახსენებთ, ეჭვმიტრანილები, რომლებიც ნემცოვის მკვლელობის საქმეზე არიან დაკავებულები, ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანის, ზაურ გუბაშევის განცხადებით, ის ამ საქმეში არ მონაწილეობდა და პოლიტიკოსის მკვლელობის შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდა.

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა