სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის კონტრაქტორი ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის კონტრაქტორი ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის კონტრაქტორი ჯარისკაცი, რომელიც 21 თებერვალს გაუჩინარდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შირაქის რეგიონის პროკურორ რაფი ასლანიანზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, ჯარისკაც არტურ აფიანის ცხედარი სუპერმარკეტის შენობაში იპოვეს, რომელიც ქალაქ გიუმრთან ახლოს მდებარეობს. იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, ამას პროურატურის განცხადებით, ექსპერტიზა დაადგენს.

ქალაქი გიუმრი სომხური და უცხოური მედიის ყურადღეების ქვეშ იანვარშიც მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო ბაზიდან ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ერთი ოჯახის 6-ვე წევრი მოკლა. სწორედ აღნიშნულ ბაზაზე მუშაობდა 26 წლის არტურ აფიანიც. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ჯარისკაცის ოჯახს სერიოზული ვალი ჰქონდა, რაც შესაძლოა, მისი თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა