როდესაც პუტინი წავა...

როდესაც პუტინი წავა...

პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად საზოგადოებაში მღელვარება სულ უფრო მატულობს. უკრაინულ ინტერნეტგამოცემა 24tv.ua-ზე გამოქვეყნდა "Эхо Москвы"-ს ბლოგერის, ლეონიდ კანფერის ბლოგპოსტი, რომელშიც ავტორი საინტერესო ვარიეციებს სთავაზობს მკითხველს თემაზე - როდესაც პუტინი წავა... ბლოგერი პოსტში რუსული სახელმწიფოს სისტემისა და საზოგადოების მანკიერებებზე მიუთითებს.

"როდესაც პუტინი წავა"

ლეონიდ კანფერი

როდესაც პუტინი წავა, რეგისტრატურაში ისევ დარჩებიან ის ქალები, რომლებთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ მაშინ, როდესაც ექიმთან დარეკვა გვინდა, ხოლო როცა დავრეკავთ, სხვა ექიმთან გადაგვამისამართებენ, რადგანაც მიუფურთხებიათ, ბავშვს რომ სიცხე აქვს...

როდესაც პუტინი წავა, დარჩება მეზობელი "პატრიოტი", რომელსაც იმ მანქანაზე, რომლითაც ბავშვები სკოლაში დაჰყავს, მიკრული აქვს სტიკერი წარწერით - "ობამა ხუილო"...

როდესაც პუტინი წავა, დარჩებიან მისი თანამოაზრეები, რომლებმაც თავადაც დაიჯერეს, რასაც წერენ და ლაპარაკობენ...

როდესაც პუტინი წავა, დარჩებიან შარდის სუნით გაჟღენთილი ელექტრიკოსები, რომლებსაც დილის ექვს საათზე უნდა დაურეკო, რომ შეასრულონ საქმე, რომელიც სძულთ...

როდესაც პუტინი წავა, დარჩებიან მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს ახალ რუსეთზე ესაუბრებიან "გეორგიევსკის ლენტით" მკერდზე და უყვებიან, როგორ მოიგო სტალინმა ომი...

როდესაც პუტინი წავა, დარჩებიან კობზონი და ლეონტიევი... ციგანოვა წმინდა რუსეთზე იმღერებს, კობზონი კი დუმაში ჰიმნს შეასრულებს. დარჩება ათასობით ნაბიჭვარი, რომლებიც მხარს დაუჭერენ საკუთარი ობლების ჩახოცვას და მილიონებით ადამიანი, რომლებსაც აბსოლუტურად ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია...

დარჩება ექიმი ოგურცოვი, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოხუც ბებიას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრა, სახლში გაუშვა, რითიც სასიკვდილოდ გაიმეტა...

დარჩებიან მოხალისე მებრძოლები, რომლებიც, თუკი ოდესმე გადარჩებიან, სახლში დაბრუნდებიან, მოითხოვენ კომპენსაციებს და ყელში ამოგიყვანენ, თითქოს და ჩვენს გამო იბრძოდნენ ომში...

დარჩება ზიუგრანოვი, რომლის მიზნებს ასე კარგად ასრულებს პუტინი.

როდესაც პუტინი წავა, დარჩება ყველა. და ახალ მონსტრს გამოიგონებენ...

"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი

ბერლინის კლინიკა ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ანგელა მერკელი?

ნეიმარს და "რეალის" მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდათ