რა ინფორმაციას ფლობს გარი კასპაროვი პუტინის ავადმყოფობის შესახებ - "მას საუბარიც უჭირდა"

რა ინფორმაციას ფლობს გარი კასპაროვი პუტინის ავადმყოფობის შესახებ - "მას საუბარიც უჭირდა"

ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა ТСН -თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის საიდუმლოებით მოცული ვითარება, რაც რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას უკავშირდება, იმის დამადასტურებელია, რომ პუტინი ნამდვილი დიქტატორია.

გარი კასპაროვის თქმით, ნათელია, რომ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ეს ნათლად ჩანდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის დროს. "არც ერთი წამით არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ავტომობილით სასახლის გარშემო შემოატარა. ნათელია, რომ მას პრობლემები ჰქონდა, მას საუბარიც უჭირდა", - განაცხადა კასპაროვმა.

ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში იგი ათი დღის განმავლობაში საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ათდღიანი გაუჩინარების შემდეგ კი მან ყირგიზეთის პრეზიდენტს სანკტ-პეტერბურგში უმასპინძლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა