აშშ-ში ფერადკანიანის ცემის გამო, პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ

აშშ-ში ფერადკანიანის ცემის გამო, პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ

აშშ-ის მიჩიგანის შტატში მოსახლეობა ორი თეთრკანიანი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. "ბიბისის" ცნობით, მოსახლეობის პროტესტი იმ ვიდეომასალამ გამოიწვია, სადაც ჩანს თუ როგორ სცემენ პოლიციელები ფერადკანიან მოქალაქეს, 57 წლის ფლოიდ დენტს. "მე ბედნიერი ვარ რომ ცოცხალი გადავრჩი. ვფიქრობ, ისინი ჩემს მოკვლას ცდილობდნენ. ვეღარ ვსუნთქვადი", - განაცხადა დენტმა მედიასთან საუბრისას.

ფლოიდ დენტმა მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაატარა. დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ში მსგავსი შემთხვევები გახშირდა, რის გამოც ამ დრომდე არაერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. ფერადკანიანები პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებით გამოყენებას აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა