"ერთ-ერთმა პილოტმა ლაინერის დაშვება განზრახ დაიწყო" - საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში საეჭვო დეტალები გამოიკვეთა

"ერთ-ერთმა პილოტმა ლაინერის დაშვება განზრახ დაიწყო" - საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში საეჭვო დეტალები გამოიკვეთა

კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის ერთ-ერთმა პილოტმა ლაინერის დაშვება განზრახ დაიწყო, როდესაც ლაინერი საფრანგეთის ალპების თავზე იმყოფებოდა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ფრანგი პროკურორები იტყობინებიან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროისთვის მეორე პილოტი კაბინიდან იყო გასული და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, ვინაიდან კარი ჩაკეტილი იყო.

აღნიშნულ ცნობებს "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებენ. სამგზავრო ლაინერი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, მთიან ადგილას ორი დღის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა გერმანელები და ესპანელები იყვნენ. ბორტზე კიდევ 15 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა