ფრანგი პროკურორი - გერმანული თვითმფრინავის პილოტის თანაშემწეს ლაინერის განადგურება სურდა

ფრანგი პროკურორი - გერმანული თვითმფრინავის პილოტის თანაშემწეს ლაინერის განადგურება სურდა

გერმანული კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის პილოტის თანაშემწეს, რომელიც კატასტროფის დროს მარტო იმყოფებოდა კაბინაში, ლაინერის გადანგურება სურდა. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ფრანგმა პროკურორმა, ბრაის რობინმა განაცხადა. მისივე თქმით, თვითმფრინავის "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პილოტმა თვითმფირინავის განზრახ დაშვება დაიწყო მაშინ, როდესაც ლაინერი საფრანგეთის ალპების თავზე მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის დროს მთავარი პილოტი კაბინიდან იყო გასული და დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, ვინაიდან კარი ჩაკეტილი იყო. იმ დროისათვის საჰაერო კონტროლის სამსახურმა თვითმფრინავის ეკიპაჟთან დაკავშირება რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა - უშედეგეოდ.

ამასთან, "შავი ყუთის" ჩანაწერებში თვითმფრინავის შეჯახებამდე ისმის მგზავრების ყვირილის ხმა. უკვე ცნობილია პილოტის თანაშემწის სახელიც, ის 28 წლის ანდრეას ლუბითსი იყო, რომელიც თვითმფრინავის ბოლო დარტყმამდე ცოცხალი იყო.

სამგზავრო ლაინერი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის ალპებში ორი დღის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა გერმანელები და ესპანელები იყვნენ. ბორტზე კიდევ 15 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა