საზარელი ავიაკატასტროფა - ვინ იყო მეორე პილოტი, რომელმაც 149 ადამიანი იმსხვერპლა

საზარელი ავიაკატასტროფა - ვინ იყო მეორე პილოტი, რომელმაც 149 ადამიანი იმსხვერპლა

რაც შეეხება მგზავრებს, "შავი ყუთის" ჩანაწერის მიხედვით, მათ უკანასკნელ წუთს გააცნობიერეს, რომ თვითმფრინავი ვარდებოდა. ამ დროს ჩანაწერში ისმის ადამიანთა სასოწარკვეთილი ყვირილი...

24 მარტს ალპებში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია "ჯერმანუინგზის" სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 150 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი A320 ესპანეთის ქალაქ ბარსელონიდან გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში, მიფრინავდა. ავიახომალდი ჩამოვარდა საფრანგეთის ტერიტორიაზე, ალპებში, ქალაქ დინ-ლე-ბენის მახლობლად. ავიაკომპანია "ჯერმანუინგზი", რომელიც, თავის მხრივ ევროპაში უდიდესი ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" შვილობილი კომპანიაა, იაფ, დაბალბიუჯეტიანად წოდებულ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება. თავდაპირევლად ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თვითმფრინავის კატასტროფა მის ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია, თუმცა "შავი ყუთების" გაშიფვრამ ვითარება სულ სხავაგვრად წარმოაჩინა. ავიაკატასტროფისას 144 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა. მათ შორის: 75 - გერმანიის, 50 - ესპანეთის, ასევე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და ყაზახეთის მოქალაქეები. თვითმფრინავმა დილის 10:45-ზე გაავრცელა განგაშის სიგნალი, რასაც მოჰყვა მისი 2000-მდე მეტრის სიმაღლედან ჩამოვარდნა.

პოლიციამ უკვე გაჩხრიკა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის A320-ის მეორე პილოტის ანდრეას ლიუბიცის საცხოვრებელი ბინა, ეს ის მფრინავია, რომელიც ეჭვმიტანილია თვითმფრინავის მიზანმიმართულ ჩამოგდებაში. ლიუბიცი გერმანიის მოქალაქე იყო და დიუსელდორფის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა. ასევე გაჩხრიკეს სახლი ქალაქ მონტაბაურში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ. რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება იპოვა თუ არა პოლიციამ, ამის თაობაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პილოტი 28 წლის იყო, ეჭვი, რომ მან მიზანმიმართულად ჩამოაგდო თვითმფრინავი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთი "შავი ყუთი" გაშიფრეს. როგორც ფრანგმა პროკურორმა რობენმა განაცხადა, კატასტროფამდე ლიუბიცი კაბინაში მარტო დარჩა და მისი მიზანმიმართული მოქმედებით თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა