პილოტს, რომელმაც საფრანგეთის ალპებში თვითმფრინავი გაზრახ ჩამოაგდო, დეპრესია აწუხებდა

პილოტს, რომელმაც საფრანგეთის ალპებში თვითმფრინავი გაზრახ ჩამოაგდო, დეპრესია აწუხებდა

კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის პილოტს ხანგრძლივი დეპრესია აწუხებდა, - ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, მან ერთი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გაატარა. როგორც "ლუფთჰანზას" ხელმძღვანელმა, კარსტენ შპორმა განაცხადა, პილოტი ანდრეას ლუბიცი 2009 წელს კომპანიის ტრენინგებს გამოეთიშა, თუმცა, მიზეზი არ დაასახელა. "მან უკან დაბრუნების შემდეგ ყველა საჭირო ტესტი და შემოწმება გაიარა, რაც ფრენას უკავშირდება. მისი უნარები უნაკლო იყო", - განაცხადა შპორმა.

პილოტის სახლში გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და მნიშვნელოვანი სამხილები აღმოაჩინა, თუმცა, თუ რა კონკრეტულ სამხილებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია. ფრანგი პროკურორების თქმით, ანდრეას ლუბიცას თვითმფრინავის განადგურება სურდა. თვითმფრინავის "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მან თვითმფირინავის განზრახ დაშვება დაიწყო მაშინ, როდესაც ლაინერი საფრანგეთის ალპების თავზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა