ერთადერთი მამაკაცი, რომელიც საზარელ ავიაკატასტროფას გადაურჩა

ერთადერთი მამაკაცი, რომელიც საზარელ ავიაკატასტროფას გადაურჩა

გერმანელი ველომრბოლელი და სპორტული არხის დირექტორი რუდოლფ ალდაგი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანია. ამის თქმა თავისუფლად შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ 24 მარტს, როდესაც ალპებში მომხდარ ავიაკატასტროფას 150 ადამიანი ემსხვერპლა, ის ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო. თუმცა იმის გამო, რომ ალდაგმა რეისზე დაიგვიანა, რადგან გაფრენის დრო არასწორად ჰქონდა ჩანიშნული, სიკვდილს გადაურჩა.

შეგახსენებთ, რომ სამგზავრო ლაინერი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, მთიან ადგილას ორი დღის წინ ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა გერმანელები და ესპანელები იყვნენ. ბორტზე კიდევ 15 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, საზარელი ტრაგედია ლაინერის ერთ-ერთი პილოტის მიზეზით მოხდა. როგორც გერმანელი პროკურორები აცხადებენ, მან შეგნებულად გაანადგურა თვითმფრინავი და იქ მყოფი ეკიპაჟი.

მეტი ინფორმაციისთვის| ალპებში ჩამოვარდნილი ლაინერის გერმანელი მფრინავი მალავდა, რომ ავად იყო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა