თურქეთის პარლამენტმა პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება დაუკანონა

თურქეთის პარლამენტმა პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება დაუკანონა

თურქეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც პოლიციას უფლებებს უზრდის და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიამ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ავტორიტარული ხდება. თურქეთში მცხოვრები ქურთების წარმომადგენლები კი არ გამორიცხავენ, რომ ეს კანონი მათ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

ერთი თვის წინ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო დღის წესრიგიდან მოიხსნა. ახალ, შემცირებულ ვერსიას კი, 199 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 32 კი წინააღმდეგი იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა