"ისეთ რამეს ჩავიდენ, რომ სისტემას შევცვლი, ჩემი სახელი კი ყველას ეცოდინება" - რატომ გაწირა პილოტმა 150 ადამიანი

"ისეთ რამეს ჩავიდენ, რომ სისტემას შევცვლი, ჩემი სახელი კი ყველას ეცოდინება" - რატომ გაწირა პილოტმა 150 ადამიანი

საფრანგეთის სახრეთით ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტის, ანდრეას ლუბიცის შესახებ პრესაში ახალახალი ინფორმაცია ჩნდება. ამჯერად, მისი ყოფილი შეყვარებული იხსენებს, რომ 28 წლის ლუბიცი "სისტემის" შეცვლასა" და "ეფექტური ჟესტის" განხორციელებას გეგმავდა.

გოგონა ბორტგამცილებელი იყო. როგორც მან ადგილობრივ მედიასაშუალებებს განუცხადა, ანდრეა ზოგჯერ ძილში წამოხტებოდა და ყვიროდა "ძირს ვეცემითო".

"როცა კატასტროფის შესახებ გავიგე, გონებაში მაშინვე მისი ნათქვამი ამომიტივტივდა: "ერთხელ ისეთ რამეს ჩავიდენ, რომ სისტემას შევცვლი, ჩემი სახელი კი ყველას ეცოდინება". მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ახლა კი ყველაფერი ცხადი გახდა"- განუცხადა გოგონამ ჟურნალისტებს.

როგორც ცნობილია, ლუბიცი კატასტრიფის წინა დღეებში ექიმთან იმყოფებოდა და ავადმყოფობის ცნობაც ჰქონდა. თუმცა დოკუმენტი დახია და სამსახურში გამოცხადდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ იგი ორი კვირით ადრე კლინიკაშიც მკურნალობდა, თუმცა არც ეს ფაქტი გაუმხლია.  ანდრეა ფსიქიკური აშლილობის გამო ერთ დროს სპეციალურ კურსს გადიოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა