ვლადიმერ პუტინი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ემხრობა

ვლადიმერ პუტინი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ემხრობა

კრემლი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას მხარს უჭერს. ამის შესახებ საუბარია ვლადიმერ პუტინის მიერ არაბული ქვეყნების ლიგის უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებისადმი მისასალმებელ წერილში, რომელსაც კრემლის საიტი ავრცელებს.

"განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია პალესტინის პრობლემის გადაწყვეტას, რომლის უმნიშვნელოვანესი პირობაა პალესტინელი ხალხის კანონიერი უფლების რეალიზება, შეიქმნას დამოუკიდებელი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში", - წერს პუტინი მისასალმებელ წერილში, რომლითაც რუსეთის მხრიდან დახმარების პირობასაც დებს.

როგორც ცნობილია, არაბული ქვეყნები ერთიანი რეგიონული შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც უსაფრთხოების სფეროში შექმნილ საფრთხეებს ერთიანად შეეწინააღმდეგება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა