ბანგლადეშში ცნობილი ბლოგერი ვაშიქურ რაჰმანი მოკლეს

ბანგლადეშში ცნობილი ბლოგერი ვაშიქურ რაჰმანი მოკლეს

ბანგლადეშში ცნობილი ბლოგერი ვაშიქურ რაჰმანი მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, მას დედაქალაქ დაკაში, საკუთარ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ ისლამური სემინარიის ორი სტუდენტი დააკავა, რომლებიც მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.

ბანგლადეშში გასულ თვეს კიდევ ერთი ცნობილი ბლოგერი, ავიჯიტ როი მოკლეს. მისმა მკვლელობამ ქვეყანაში სტუდენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია. ავიჯიტ როის ხშირად ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც მან თავისი ათეისტური მოსაზრებების გამოხატვა საჯაროდ დაიწყო. მის შეხედულებებს მოსახლეობა ხშირად გმობდა და მას ანტიისლამურს უწოდებდა. ბოლო პერიოდში ბლოგერი აშშ-ში ცხოვრობდა, ბანგლადეშში კი წიგნების გამოფენაზე დასასწრებად იყო ჩასული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა