"ექვსეული" ირანთან შეთანხმების მიღწევას დღესაც შეეცდება

"ექვსეული" ირანთან შეთანხმების მიღწევას დღესაც შეეცდება

საერთაშორისო "ექვსეულმა" - აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა მოლაპარაკებების საბოლოო ვადის ამოწურვის მიუხედავად, ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

"როიტერის" ცნობით, ისინი დამატებით შეხვედრას დღეს გამართავენ. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ კონსენსუსის მიღწევას შეძლებენ. მოლაპარაკებები შვეიცარიაში მიმდინარეობს. საერთაშორისო "ექვსეული" თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითხოვს, სანაცვლოდ კი მზად არის დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის. დასავლეთს მიაჩნია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის, თუმცა, თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვულ პროგრამას იგი მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის იყენებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა