კენიაში გარისას უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

კენიაში გარისას უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე გარისას უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

"ბიბისის" ცნობით, დაშავდა ორი პოლიციელი და ერთი სტუდენტი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას კენიის სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე. თუმცა, როგორც პოლიცია იტყობინება, მსგავს თავდასხმებს ხშირად დაჯგუფება "ალ-შაბააბი" ახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა