147 დაღუპული: კენიის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმა (+ფოტოგალერეა)

147 დაღუპული: კენიის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმა (+ფოტოგალერეა)

რამდენიმე დღის წინ, კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს, რომელთა უმრავლესობა სტუდენტი აღმოჩნდა. ისლამისტური დაჯგუფების წევრები, ტყვედ აყვანილ სტუდენტებს ყურანის დაციტირებას სთხოვდნენ, ხოლო მათ ვინც ბრძანებას ვერ ასრულებდა ხვრეტდნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" განახორციელა. ეს დაჯგუფების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელები ყველა მიმართულებით ისროდნენ, მოგვიანებით მათ დატყვევებულებიდან ქრისტიანები ცალკე გაიყვანეს და დახოცეს.

ძალოვანი სტრუქტურები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დატყვევებულების გათავისუფლებას.

მომხდართან დაკავშირებით, კენიის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ მუჰამადის სანაცვლოდ, ჯილდოდ 215 ათასი დოლარი დააწესა.

თავად დაჯგუფება "ალ-შაბააბის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის მიზეზი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კენიის მონაწილეობაა. კენიელი სამხედროები სომალიში 2011 წლის ოქტომბრიდან ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან.

იხილეთ გალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა