ვინ არის ყველაზე მდიდარი რუსი მსოფლიოში - მილიარდერთა უახლესი სია

ვინ არის ყველაზე მდიდარი რუსი მსოფლიოში - მილიარდერთა უახლესი სია

რუსეთი მილიონერების რაოდენობით ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიოში. ცნობილია, რომ მილიონერ ქართველთა უმრავლესობამ საკუთარი კაპიტალის დაგროვება სწორედ რუსეთში მოახერხა [მეტი]. Ambebi.ge დაინტერესდა, ვინ არის ყველაზე მდიდარი რუსი. წარმოგიდგენთ რეიტინგს Forbes-ის 2015 წლის მონაცემების მიხედვით.

1. ვლადიმერ პოტანინი

ქონება: 15,4 მილიარდი დოლარი

1993 წელს პოტანინმა პარტნიორთან, მიხაილ პროხოროვთან ერთად შექმნა "ონექსიმბანკი", რომელიც იქცა ჰოლდინგ ”ინტერროსის” მშენებლობის პლატფორმად. მილიარდერების ტანდემმა აგრეთვე მოიპოვეს კონტროლი მეტალურგიულ გიგანტზე Норильский никель და ნავთობკომპანიაზე ”სიდანკო”. 2007 წელს მათ ბიზნესის გაყოფა გადაწყვიტეს.

2. მიხაილ ფრიდმანი

ქონება: 14,6 მილიარდი

ფრიდმანი აკონტროლებს ”ალფა გრუპს” - ყველაზე მსხვილ კერძო საფინანსო კომპანიას რუსეთში. 2013 წელს მან ნავთობკომპანია ”როსნეფტის” 50%-იანი წილი გაყიდა 28 მილიარდ დოლარად.

3. ალიშერ უსმანოვი

ქონება: 14,4 მილიარდი დოლარი

უსმანოვმა რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული სამი წლის წინ დაკარგა, მაგრამ მაინც რჩება საკვანძო ფიგურად რუსეთის ეკონომიკაში. მის აქტივებში შედის მეტალურგიული გიგანტი ”მეტალოინვესტი”, რუსეთში სიდიდით მეორე მობილური ოპერატორი ”მეგაფონი”, ინტერნეტ ჰოლდინგი ”მეილ.რუ" და საგამომცემლო სახლი ”კომერსანტი”.

ასევე დაგაინტერესებთ| 3 ქართველი მამაკაცი, რომლებმაც რუსეთში მილიონები იშოვეს

4. ვიქტორ ვექსელბერგი

ქონება: 14,2 მილიარდი დოლარი

2013 წელს ბიზნესმენმა მიხაილ ფრიდმანთან და ლეონარდ ბლავატნიკთან ერთად გაყიდა ”როსნეფტის” 50%-იანი წილი. ამ გარიგებიდან ვექსელბერგმა 7 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. ფულის ნახევარი მან შვეიცარულ მეტალურგიული კომპანიის ”შმოლც + ბიკენბახის” აქციების 25%-ის შესასყიდად დახარჯა. მას აქვს ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია, ფაბერჟეს 9 კვერცხი, რომელიც მილიარდერმა ას მილიონ დოლარად შეიძინა.

5. ალექსეი მორდაშოვი

ქონება: 13 მილიარდი დოლარი

2011 წელს მან მიჰყიდა სამი ქარხანა ამერიკაში ცნობილ მილიარდერ აირა რენერტს 1,2 მილიარდ დოლარად. ამის შემდეგ მას ამერიკაში ორი ქარხანა დარჩა მისისიპის და მიჩიგანის შტატებში. 2013 წელს ბიზნესმენმა პუტინთან დაახლოებულ პირთან, იური კოვალჩუკთან ერთად შეიძინა რუსეთში რიგით მეოთხე მობილური ოპერატორის ”ტელე2”-ს აქციების 50%-იანი პაკეტი.

მომზადებულია forbes.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა