რა ქონებას ფლობს დიმიტრი მედვედევი: პრემიერ-მინისტრის შემოსავლებმა პუტინისას გადააჭარბა

რა ქონებას ფლობს დიმიტრი მედვედევი: პრემიერ-მინისტრის შემოსავლებმა პუტინისას გადააჭარბა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა 2014 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მეტი თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობა აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, მედვედევის შემოსავალმა გასულ წელს 8 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც 2013 წელთან შედარებით ორჯერაა გაზრდილი. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მან გასულ წელს 7 654 000 რუბლი გამოიმუშავა, რაც ასევე წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

ამას გარდა, პუტინის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი 1 500 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს, 77 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას და ავტოფარეხს ფლობს. პრეზიდენტის მფლობელობაშია ასევე სამი რუსული ავტომობილი: GAZ M21, GAZ M-21-P და "ნივა".

პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევზე კი 49 წლით 47 აკრის ფართობის მიწის ნაკვეთია გაფორმებული გრძელვადიანი იჯარით. გარდა ამისა, ის ფლობს 367 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას და ორ მანქანას - GAZ-20 და GAZ-21. რაც შეეხება მედვედევის მეუღლეს, მას 2014 წლის მანძილზე არაფერი გამოუმუშავებია. ის ფლობს "ფოლკსვაგენის" და "გოლფის" მარკის ორ ავტომობილს. პრემიერის შვილს კი შემოსავალი და ქონება არ აქვს. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ქონებრივი დეკლარაციებიც. მათ შორის 2014 წელს ყველაზე მეტი დსთ-ის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ოლეგ გოვორუნმა გამოიმუშავა. მისმა შემოსავლებმა გასულ წელს 114 მილიონ რუბლს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა