ჰოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ჰოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაკი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ირანული გამოცემა "ფარსნიუსი" სხვადასხვა დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მუბარაკის გარდაცვალება დაადასტურა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ ჰასან შუქრიმ. სხვა ოფიციალური პირი ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. პარალელურად, მაადის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელი, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს, აცხადებს, რომ მუბარაკის მდგომარეობა კრიტიკულია. ის ცოტა ხნის წინ ექიმებმა სიკვდილისგან იხსნეს. კიდევ ერთი წყაროს ცნობით კი, ეგვიპტის ექსპრეზიდენტს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო ინფორმაციით, ჰოსნი მუბარაკი მაადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. იგი 1981-დან 2011 წლამდე ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 2011 წლის იანვარში კი ეგვიპტეში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადააყენეს. ისლამისტური პარტია "ძმები მუსლიმანების" მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ, მუბარაკს ოპოზიციის აქციების დროს დარბევაში და დემონსტრანტების დახოცვაში დასდეს ბრალი და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, გასული წლის ნოემბერში ეგვიპტის სასამართლომ მუბარაკს აღნიშნული ბრალდება მოუხსნა. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე სახელმწიფო თანხების გაფლანგვის მუხლით.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა