"მე მოვკალი მერლინ მონრო, ეს ამერიკისთვის გავაკეთე!" - სიკვდილის პირას მყოფი 78 წლის აგენტის აღიარება

"მე მოვკალი მერლინ მონრო, ეს ამერიკისთვის გავაკეთე!" - სიკვდილის პირას მყოფი 78 წლის აგენტის აღიარება

ვირჯინიის შტატის პატარა საავადმყოფოში ("Sentara General Hospital"), სიკვდილის პირას მყოფმა  პაციენტმა, ნორმან ჰოჯესმა საუკუნის საიდუმლო გათქვა: მოხუცმა აღიარა, რომ იგი ის ქილერია, რომელმაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით, მერლინ მონრო მოკლა. ყოფილი აგენტის ინფორმაციით, 1959-72 წლებში "სახელმწიფოსთვის საშიში" 37-მდე ადამიანი მოკლა, მათ შორის, 50-იანი წლების სექსსიმბოლოც.

ნორმან ჰოჯესის თქმით, იგი პროფესიონალების ხუთეულს ლიდერობდა, რომლებიც აგვარებდნენ ყველაფერს ისე, რომ მთავრობისთვის სახიფათო ადამიანების სიკვდილი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა.

ჰოჯესი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში 1941 წელს უმაღლესი დონის ოპერმუშაკად მუშაობდა. მას გავლილი ჰქონდა არა მხოლოდ სნაიპერისა და აღმოსავლური ორთაბრძოლების სპეციალური წვრთნა, არამედ შეეძლო საწამლავისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება.

როგორც ჰოჯესმა განაცხადა, თითოეული ლიკვიდაცია ძალიან ზუსტად და ნათლად ახსოვს. მან ყველა მკვლელობა ამერიკის მასშტაბით ჩაიდინა და ყველა მკვლელობაზე ბრძანება უშუალო მეთაურისგან - მაიორ ჯეიმს "ჯიმი" ჰეივორსისგან მიიღო.

მისი მსხვერპლი ძირითადად ოპოზიციონერები, პოლიტაქტივისტები, ჟურნალისტები და პროფკავშირების ლიდერები იყვნენ. თუმცა მას ასევე მოკლული ჰყავს რამდენიმე მეცნიერი და ხელოვნების სეფროს წარმომადგენელი, რომელთა იდეებიც აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ყოფილი აგენტის თქმით, მერლინ მონროს მკვლელობა უნიკალური იყო, ვინაიდნ ის ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მან იმსხვერპლა. თუმცა მსახიობის მკვლელობას დღემდე არ ნანობს, რადგან მას უთხრეს, რომ ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მას რომანი ჰქონდა არა მხოლოდ კენედისთან, არამედ ფიდელ კასტროსთანაც.

"ჩემმა მეთაურმა ჯიმი ჰეივორსმა მითხრა, რომ ის უნდა მომეკლა და ყველაფერი სუიციდს ან ნარკოტიკების გადაჭარბებას უნდა დამსგავსებოდა. ქალი მანამდე არასდროს მომეკლა, მაგრამ ბრძანებას უნდა დავმორჩილებოდი. ეს ამერიკისთვის ჩავიდინე! მას კომუნისტებისთვის სტრატეგიული ინფორმაციის გადაცემა შეეძლო, ჩვენ კი არ შეგვეძლო ამის დაშვება. ის უნდა მოკვდარიყო. უბრალოდ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა!", - აცხადებს ყოფილი აგენტი.

მერლინ მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს ღამის 12-დან 1-ელ საათამდე მოკლეს. როგორც ჰოჯესმა განაცხადა, კინოვარსკვლავის ოთახში მაშინ შევიდა, როდესაც მას ეძინა და ქლორალჰიდრატისა და ნემბუტალის დიდი დოზა გაუკეთა - ორივე ნივთიერებას ნარკოზისთვის იყენებენ. ინექცია სასიკვდილო აღმოჩნდა. ამ აღიარების შემდეგ, ჰოჯესს, მიუხედავად იმისა, რომ ის სიკვდილის სარეცელზე იმყოფება, გამოძიების ფედერალური ბიუროს დაცვა მიუჩინეს, რათა მან მორიგი პრეს-კონფერენციის გამართვა ვერ შეძლოს.

ჰოჯესის მიერ ნახსენები მეთაური ინფარქტის შედეგად 2011 წელს გარდაიცვალა. ქილერების ხუთეულიდან სამი მკვდარია, ჰოჯესმა მათი ვინაობაც დაასახელა, თუმცა პრესისთვის მხოლოდ ერთის ვინაობა გახდა ცნობილი: კაპიტანი კიტ მაკინისი, რომელიც 1968 წელს უგზოუკვლოდ გაუჩინარდა და მოგვიანებით გარდაცვლილად გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

თურქული მედია: ანტალიაში საქართველოში დაბადებული "კანონიერი ქურდი" მოკლეს - რა გახდა "მაფიის ბოსზე" თავდასხმის მიზეზი?

რუსეთში ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს - "პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია"

გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან სიკვდილითაც კი -  ჩეჩნური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს