ერაყში ამერიკის საკონსულოსთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ერაყში ამერიკის საკონსულოსთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ერაყში ამერიკის საკონსულოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. ინფორმაციას ქალაქ ერბილის მერი ადასტურებს.

აფეთქება სწორედ აღნიშნულ ქალაქში მოხდა. მერის განცხადებით, შეტევის სამიზნე სწორედ საკონსულოს თანამშრომლები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საკონსულოსთან პარკირებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა