საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთმა ყირიმში ბერძენი მოსახლეობა უკრაინის ფაშისტური მთავრობისგან დაიცვა

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთმა ყირიმში ბერძენი მოსახლეობა უკრაინის ფაშისტური მთავრობისგან დაიცვა

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პანოს კამენოსის განცხადებით, ყირიმის ბერძნულ მოსახლეობას უკრაინის ფაშისტური მთავრობა დაესხა თავს, რუსეთმა კი ისინი დაიცვა. ამის შესახებ მინისტრმა რუსულ ინტერნეტგამოცემა "გაზეტა.რუ"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ, მართლაც, ყირიმში მცხოვრებ ბერძნებს თავს დაესხმა უკრაინის ფაშისტური მთავრობა და ბერძნები იმ დროისთვის იქ მყოფმა რუსეთის ძალებმა დაიცვეს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ბერძნულ მოსახლეობას ყირიმში ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობასთან.

"ჩვენ საერთო ეკლესია გვაქვს, გვწამს ერთი და იმავე ფასეულობების და შეუძლებელი იყო რუსეთს არ დაეცვა ბერძნები უკრაინის ფაშისტური მთავრობისგან", - განაცხადა კამენოსმა.

ამავდროულად, უკრაინული სააგენტოები ავრცელებენ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ევგენი პერებიინისის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში საბერძნეთის ელჩი ტყუილს უწოდებს რუსული გამოცემის მიერ მოყვანილ ციტატებს, რომლებიც ელჩის თქმით, რუსეთის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა