ავღანეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს 22 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება ერთ-ერთი ბანკის შენობასთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ბანკთან სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და სამხედროები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ.

ჯალალაბადში დღეს დილით კიდევ ერთი აფეთქება სალოცავთან მოხდა. თუმცა, ამ შემთხვევაში არავინ დაღუპულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა