მერილ სტრიპისა და ჰილარი კლინტონის სელფი ინტერნეტს იპყრობს: მსახიობი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო

მერილ სტრიპისა და ჰილარი კლინტონის სელფი ინტერნეტს იპყრობს: მსახიობი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ იგი წინასაარჩევნო კამპანიისთვის აიოვასა და ნიუ-გემფშირის შტატებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი დემოკრატიული პარტიის კიდევ ორმა წევრმა - თედ კრუზმა და რენდ პოლმა გამოთქვეს.

გახდება თუ არა ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი, ამას ამერიკის მოსახლეობა 2016 წლის 8 ნოემბერს გადაწყვეტს, მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში უკვე გამოჩნდა ქალი, რომელსაც არამხოლოდ ამერიკელი ელექტორატის სიყვარულს იმსახურებს...

#SelfieSaturday - ამ ჰეშთეგის ქვეშ რამდენიმე საათის წინ Facebook-გვერდზე Ready For Hillary მსახიობ მერილ სტრიპთან ერთად გადაღებული "სელფი" გამოქვეყნდა, რაც, ცხადია, არის პირდაპირი გზავნილი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობი ჰილარი კლინტონის მხარდამჭერთა შორის არის.

ასევე ნახეთ| მერილ სტრიპი: "ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ ვარ"

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

ანალიტიკოსები ჰილარი კლინტონს წინასაარჩევნო მარათონის ფავორიტად მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ| ფოტოგალერეა: ჰილარი კლინტონის ცხოვრების გზა პირველი ქალბატონიდან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატამდე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა